უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ, რუსეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა ინდურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ბენზინის მიწოდების გაზრდის თხოვნით მიმართეს – ამის შესახებ Reuters-ს საკითხთან დაახლოებულმა ორმა წყარომ განუცხადა. Reuters წერს, რომ კომპანიებს შორის, რომლებმაც ინდურ მხარეს, მათ შორის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მიმართეს, არიან Rosneft, Gazprom Neft და Lukoil. მათ დახმარება ინდოეთის უმსხვილეს სახელმწიფო გადამამუშავებელ კომპანიებს: Indian Oil Corp (IOC), Bharat Petroleum Corp (BPCL) და Hindustan Petroleum Corp (HPCL) სთხოვეს. Reuters წერს, რომ ინფორმაცია სამივე კომპანიამ დაადასტურა, თუმცა, რუსული მხარის თხოვნაზე მათ უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ არ გააჩნიათ საექსპორტოდ განკუთვნილი საწვავის დამატებითი თავისუფალი მოცულობები. “მათი პრიორიტეტი ამჟამად შიდა ინდური ბაზრის სრული დაკმაყოფილებაა” – წერს გამოცემა.რუსეთში საწვავის უმძიმესი დეფიციტი უკრაინული დრონების მიერ განხორციელებულმა სისტემატურმა თავდასხმებმა გამოიწვია. Reuters წერს, რომ დარტყმების შედეგად მწყობრიდან არის გამოსული რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების თითქმის 40%, რის გამოც ქვეყანაში ბენზინის წარმოება იმდენად შემცირდა, რომ მიმდინარე სეზონური მოთხოვნის მხოლოდ 65%-ს ფარავს.
რუსეთი საწვავს ინდური კომპანიებისგან ითხოვს
1 week ago
32
- მთავარი გვერდი
- საერთაშორისო
- რუსეთი საწვავს ინდური კომპანიებისგან ითხოვს
დაკავშირებული
ალაზნის ხიდზე, ავარიისას 29 წლის ახალგაზრდა ქალი დაიღუპა
2 hours ago | 3
თბილისთან ახლოს ხანძარია
3 hours ago | 3
კახეთში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა – ახალგაზრდა ქალი...
5 hours ago | 4
ტრენდული
პოპულარული
რამდენი ღირს საიტის დამზადება საქართველოში 2026 წელს? — სრულ...
1 month ago
425
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით მაღალჩინოსანი დააკავა
2 months ago
330
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში – აპრილის მონაცემები
2 months ago
320
კანიე უესტი ივნისში თბილისში კონცერტს გამართავს
2 months ago
312
ავლაბარში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა
2 months ago
270
© OKY.GE 2026. ყველა უფლება დაცულია








English (US) ·
Georgian (GE) ·