რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. ამის შესახებ „გაზპრომ სომხეთი“ იტყობინება.
„რუსეთის ტერიტორიაზე, მაგისტრალურ გაზსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასია“ კომპლექსური გეგმური პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო, 15-დან 25 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნული გაზსადენით სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება.
“აღნიშნულ პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგება შეზღუდვების გარეშე განხორციელდება შიდა რეზერვებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან (IRI) მოწოდებული ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების ხარჯზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
netgazeti