აფხაზეთის რკინიგზის უწყების ინფორმაციით, რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით მოძრავ მატარებლებზე ზაფხულის სეზონისთვის ბილეთების 90% უკვე გაყიდულია.
უწყების ცნობითვე, ამ დროისთვის თავისუფალია ადგილების მხოლოდ 10%.
მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრმა, ასტამურ ლოგუამ განაცხადა, რომ 2026 წლის ზაფხულის სეზონი გარკვეული სირთულეებით დაიწყო, მათ შორის არახელსაყრელი ამინდის გამო.
მისი თქმით, აფხაზური მხარე იმედოვნებს, რომ 2026 წელს აფხაზეთს 2 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვევა. (შედარებისთვის, ოფიციალური ცნობით, 2025 წელს აფხაზეთს 1,88 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა).
ამჟამად რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა ხორციელდება მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან, ასევე მოძრაობს ელექტრომატარებელი „დიოსკურია“.
სარკინიგზო მიმოსვლის გარდა, 2025 წლიდან აფხაზეთში ავიამიმოსვლაც აღდგა. სოხუმის აეროპორტი რეგულარული რეისებით დაკავშირებულია მოსკოვთან, ნიჟნი ნოვგოროდთან, უფასთან და სხვა რამდენიმე ქალაქთან.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·