რუსეთიდან ევროპაში უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეჩერების შემდეგ გამოჩნდა ალტერნატიული მარშრუტები

2 days ago 9

მას შემდეგ, რაც უკრაინამ შეაჩერა გაზის ტრანზიტი რუსეთიდან ევროპაში, გაზის მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებში უზრუნველყოფილ იქნა ალტერნატიული მარშრუტებით, გერმანიისა და იტალიის გავლით, და ასევე, აირის საცავების გამოყენებით.

ევროკომისიის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაზის საკითხებზე ევროკავშირის საკოორდინაციო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრის შესახებ წერს "ევროპეისკაია პრავდა."

ჯგუფის შეხვედრა 2 იანვარს გაიმართა. გაზის ევროპულმა ინფრასტრუქტურამ შესაძლებელი გახადა რუსული გაზის ჩანაცვლება - რომლის მიწოდება უკრაინის გავლით ხორციელდებოდა - გაზით გერმანიისა და იტალიის გაზსადენებიდან, ასევე გაზის ევროპული საცავებიდან, იტყობინება ევროკომისია.

„გაზმომარაგება უზრუნველყოფილი იყო ალტერნატიული მარშრუტებით (გერმანია, იტალია) და საცავებიდან გაზის გაყვანის გზით. ევროპაში გაზის ინფრასტრუქტურა არის მოქნილი და აქვს უნარი მიიღოს არარუსული წარმოშობის გაზი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამრიგად, ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2025 წელს გაზის მიწოდების პრობლემა არ იქნება. ...“ეფექტიანი მოსამზადებელი სამუშაოებისა და კოორდინაციის წყალობით, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ არ არსებობს არანაირი საშიშროება მომარაგების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ევროპის კომისიის ოფიციალური პირები.

სრულად წაკითხვა