“რუსეთის გარდა, არჩევნებში „ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანი ერეოდნენ” – თორნტონი

9 hours ago 2

“მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა “ჰადსონის ინსტიტუტში” პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

“ჩვენ ვიცოდით თეირანში კობახიძის ვიზიტის შესახებ… ირანის გავლენა [საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ] რეგიონში გარკვეული პერიოდია, არსებობს. მე ვიცოდი ამის შესახებ – ვიცოდი, რომ ისინი [ირანის ხელისუფლება] მხარს უჭერდნენ ისლამურ კვლევით ცენტრებს, მეჩეთებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ირანში სწავლობდნენ. რაც არ ვიცოდი და რაც გავიგე დეკემბერში ჩემი იქ ყოფნისას, არის ის, რომ ასევე იყო [ირანისგან] აქტიური ჩართულობა “ქართული ოცნების” კამპანიის დასახმარებლად.

ისინი ფულს დებდნენ იმაში, რომ დამთხვეოდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიის გზავნილებს. მართალია, კანდიდატების გვერდით არ მდგარან ირანელები, ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და გზავნილებს, რასაც „ქართული ოცნება“, და ახდენდნენ ზეწოლას ადგილობრივ საზოგადოებაზე, რათა მხარი „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირათ.

„აი, ვინც პირდაპირ იყო იქ [ჩართული], იყო აზერბაიჯანი. აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლიდერები, ისევე, როგორც მედიაფიგურები, სიტყვის სრული მნიშვნელობით, სცენებზე იდგნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გვერდიგვერდ… ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით რუსეთის ჩარევაზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას იღებდა სხვა მოთამაშეებისგანაც“, – განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა.

სრულად წაკითხვა