რუსეთის დაზვერვა დიდ ბრიტანეთს ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორების მცდელობაში ადანაშაულებს

1 month ago 10
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცენტრალური შენობა, ფოტო: ალექსანდრე ბელეკი/ macos.livejournal.com

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იტყობინება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ გაერთიანებული სამეფო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას გეგმავს. ამავე განცხადების თანახმად, დასავლეთს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ლიბერალ-გლობალისტური ძალების მფარველობისგან გათავისუფლება სურს.

რუსული დაზვერვის ინფორმაციით, ლონდონი ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს „ანტისახელისუფლები ქმედებების რადიკალიზაციის“ მიზნით.

მანამდე, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა ზოგიერთი დასავლური საელჩო და დიპლომატი, ისინი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა