რუსეთის ენერგოობიექტებზე მიტანილი იერიშების შედეგები

1 day ago 6

უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ გასულ ღამეს, რუსეთის სხვადასხვა წერტილებში  განხორციელებული მასირებული თავდასხმის შედეგები, “ალფა სიხშირის” მიხედვით:

ყირიმი- იწვის სიმფეროპოლის თბოელექტროსადგური.

ყირიმი, გვარდეისკოე- დაიბომბა ნავთობაზა ATAN-ი, რომელსაც მასშტაბურად 17 ოქტომბერსაც დაარტყეს, რის შედეგადაც საწვავის დიდი რეზერვუარები 6 დღის განმავლობაში იწვოდა… —

რუსეთი, ულიანოვსკის ოლქი, ნოვოსპასკოე, თავდასხმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „НС-Ойл“-სა და იქვე არსებულ ნავთობაზაზე. აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 600 000 ტონას შეადგენს.

რუსეთი , მარი-ელის რესპუბლიკაში, ორშანკის რაიონის სოფელ ტაბაშინოში “მარიის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა” დაბომბეს.

საწარმოს შეუძლია წელიწადში 1,6 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება.

რუსეთი, სტავროპოლის მხარე, ბუდიონოვსკი- დაიბომბა ქიმიური საწარმო „სტავროლენი“, რომელიც აწარმოებს პოლიეთილენს, პოლიპროპილენს, ვინილაცეტატს, ბენზოლს და სხვა ნავთობქიმიურ პროდუქტებს.

სრულად წაკითხვა