15 მარტი 2024, 16:18

25

რვა ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 5 მაშველია.

მანამდე ცნობილი გახდა აფეთქების შემდეგ მაშველისა და მედიკოსის დაღუპვის შესახებ. პარასკევს ოდესაში აფეთქებების სერია იყო. ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, ავტოგასამართი სადგური, დაბალი წნევის გაზსადენი და 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა, გაჩნდა ხანძარი.