„ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 44 ადამიანი დაშავდა, 17 კი დაიღუპა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ეს იყო მძიმე იერიში – რუსეთმა გამოიყენა 24 ბალისტიკური რაკეტა, 4 „ცირკონი“ და „ონიქსი“, ასევე 115 დრონი, რომელთა დიდი ნაწილი რეაქტიული იყო. თავდასხმის მთავარი სამიზნე სამოქალაქო საწარმოების სასაწყობე ობიექტები იყო. ასევე დაზიანდა ინფრასტრუქტურა და რკინიგზის სადგური. დარტყმა მიაყენეს ლუდსახარშს, სამშენებლო მასალების საწყობებსა და სამოქალაქო ლოგისტიკურ ობიექტებს. ბალისტიკური რაკეტების გადამჭრელი სისტემები იმ ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენდა, რომლებიც დღეს დაიღუპნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა გააცნობიერონ – ასეთი სისტემების მიწოდების შეფერხება ან მათ გადაცემაზე უარი სწორედ ასეთ მსხვერპლსა და ნგრევას იწვევს. იმ პარტნიორებს კი, რომლებიც ამ ეტაპზე ასეთი სისტემების მიწოდებისთვის მზად არ არიან, შეუძლიათ რუსეთზე ზეწოლა ახალი სანქციებით გააძლიერონ. რუსეთის ბალისტიკური იარაღის მწარმოებელი მრავალი საწარმო დღემდე სანქციების მიღმა რჩება. საჭიროა ახალი ნაბიჯები G7-ის, ევროკავშირისა და ყველა იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც სიცოცხლის დაცვას უჭერს მხარს. მადლობა ყველას, ვინც ამისთვის მზად არის.“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში. ნაკლების ჩვენება

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·