რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი უკრაინაში, ომში მოკლეს

2 days ago 4

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ალექსეი ბუგაევი, უკრაინაში, ომში მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სპორტული მედია ავრცელებს.

ბუგაევი მოსკოვის ტორპედოსა და რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველია, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ნარკოდანაშაულზე დააკავეს და დააპატიმრეს. როგორც ჩანს, მან საპატიმრო ომში მონაწილეობის სანაცვლოდ დატოვა. ომში კი ის მოკლეს.

ბუგაევს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 7 მატჩი აქვს ნათამაშები. რუსეთის ციხეებიდან ომში მონაწილეობის სანაცვლოდ პატიმრებს მასობრივად ათავისუფლებენ.

სრულად წაკითხვა