რუსეთის პატრიარქი და „ლუკოილის” დამფუძნებელი ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოიღეს - მედია

1 week ago 31

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჯერჯერობით არ მიუღწევიათ კონსენსუსისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალ, 21-ე პაკეტზე, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

ამასთან, შესაძლოა, უკვე 13 ივლისს მიიღონ გადაწყვეტილება კიდევ 250 ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესების შესახებ. ეს 13 ივლისს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს უთხრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.

სააგენტო „როიტერსს" მოჰყავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ კიასტუტის ბუდრსის განცხადება, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს ჯერჯერობით არ მიუღიათ გადაწყვეტილება რუსეთის ექსპორტში ჩართული გემების მომსახურების და დაზღვევის აკრძალვისა და რუსული გათხევადებული გაზის შეძენის შეზღუდვის შესახებ.

უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაფართოებაზე 12 ივლისს იმსჯელეს ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩებმა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და განხილვა 13 ივლისს მინისტრების დონეზე გრძელდება.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, 12 ივლისს უკრაინულმა გამოცემა „ევროპეისკა პრავდამ” ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის დიპლომატებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბულგარეთის მოთხოვნით სიიდან ამოიღეს რუსეთის პატრიარქი კირილე და ნავთობკომპანია „ლუკოილის” დამფუძნებელი ვაგიტ ალეკეპეროვი.

სრულად წაკითხვა