2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კონფლიქტის დაწყებაში კვლავ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლება დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, „ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით რეჟიმმა მზაკვრულად შეუტია სამხრეთ ოსეთს“, რამაც გამოიწვია „უამრავი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობოებს შორის“.
განცხადებაში ხაზგასმულია თბილისს მიერ „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის მნიშვნელობა, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან „სახელმწიფო საზღვრების“ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება.
„ეს მიზნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება დასავლეთის ქვეყნების, კიევის ნაცისტური რეჟიმის და რადიკალური ქართული პოლიტიკური ძალების მცდელობების ფონზე, რომ თბილისი სამხრეთ კავკასიაში ახალ სისხლიან ავანტიურაში ჩაითრიონ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„რუსული მხარე კვლავ მზადაა გააგრძელოს მხარეებისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევა მოლაპარაკებების პროცესის წინსვლის, ნდობის აღდგენისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარების საქმეში სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები