
რუსეთის საოკუპაციო ძალებისს მიერ მაისში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 10 სექტემბერს.
სუს-ის ინფორმაციით, კორაშვილი 19 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მახლობლად დააკავეს. 20 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამავე სოფლიდან სამი საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება. ერთი დაკავებიდან მალევე, ხოლო მეორე, გიორგი ბოლოთაშვილი, 27 მაისს გაათავისუფლეს. კორაშვილი, სავარაუდოდ, მესამე დაკავებულია, რომელიც უკანონო პატიმრობაში რჩებოდა.
„ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებს სუსი.
This post is also available in: English
Read Next
09/09/2025 - 17:06
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
19/08/2025 - 15:35
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
30/07/2025 - 17:54
სუს-მა ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ცანავა სავარაუდო თაღლითობის ბრალდებით დააკავა
29/07/2025 - 15:49
აფხაზეთში რუსეთის მიერ ძებნილი ქართველი დააკავეს
28/07/2025 - 11:39
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი მინისტრის ნათესავი გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს
17/07/2025 - 15:44