საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ორივე მათგანი გასული წლის ბოლოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმი მათ უკრაინის ომის სამხედრო დეზერტირ ვლადიმერ მამარდაშვილის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში დახმარებას ედავებოდა.
სუს-მა განაცხადა, რომ ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
10/01/2025 - 13:40
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს
06/01/2025 - 19:50
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
10/12/2024 - 17:34
სუსი: უცხო ქვეყნების კოორდინაციით, დანაშაულებრივი ძალები „2-3 ადამიანის მსხვერპლშეწირვას“ გეგმავენ, რათა ეს მთავრობას დააბრალონ
05/11/2024 - 20:38
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
16/10/2024 - 12:15
სუსი: არჩევნების წინ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელება იგეგმება
16/10/2024 - 11:28