WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

20 ნოემბერს აფეთქებები იყო რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ დოროგობუჟის იმ რაიონში, სადაც ქიმიური მრეწველობის მსხვილი ქარხანა მდებარეობს.

ძლიერი აფეთქებების შესახებ სოციალურ ქსელებში წერდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი. ოლქის ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა. უკრაინული და რუსული საინფორმაციო არხების ცნობით, შეტევა იყო ქიმიურ ქარხანა „დოროგობუჟზე“.

პირველი ცნობა, რომ უკრაინის დამრტყმელმა დრონებმა ქარხანა „დოროგობუჟს“ შეუტიეს, შუაღამის შემდეგ გაავრცელა მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Exilenova+.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველების მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ დარტყმა იყო სწორედ ამ ქარხანაზე.

20 ნოემბერს დილით სმოლენსკის ოლქის გუბერნატორ ვასილი ანოხინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონზე მიიტანეს „მასირებული შეტევა“, რომლის შედეგად „დაზიანებულია სამოქალაქო სამრეწველო ობიექტი, ენერგეტიკის ობიექტი და კერძო სახლი“.

გუბერნატორს არ უთქვამს, რომელ რაიონშია ეს ობიექტები და კონკრეტულად რომელი საწარმო დაზიანდა.

  • საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სმოლენსკის ოლქის დოროგობუჟის რაიონში მდებარე ქარხანა მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანიების ჯგუფის, „აკრონის" შემადგენლობაშია.
  • „დოროგობუჟი" მინერალურ სასუქებთან ერთად აწარმოებს ამიაკს, ამიაკის სელიტრას და აზოტის მჟავას. ზოგიერთი ეს ნივთიერება ასაფეთქებელი საშუალებების წარმოებისთვის გამოიყენება.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას 2026 წლის თებერვალშიც დაარტყეს.

ამ ობიექტზე 20 ნოემბრის შეტევის შესახებ უკრაინას ოფიციალურად არაფერი უთქვამს.