ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 5 სექტემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპრში 15 დრონი მოიგერიეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ადასტურებს პირდაპირ დარტყმას ერთ-ერთ საწარმოზე, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ადმინისტრაციას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხი „დნეპრ ინფო“ იუწყება, რომ რუსული დრონებით შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძრის გაჩენის შემდეგ მაშველებმა დნეპრის მცხოვრებნი გააფრთხილეს ქიმიური საშიშროების შესახებ და ფანჯრების დაკეტვისკენ მოუწოდეს. ქალაქში მდებარეობს არაერთი მსხვილი საწარმო, მათ შორის მეტალურგიული და მანქანათმშენებელი ქარხნები.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებზე სამარზე, პავლოგრადსა და კამენსკოეზეც. დილის ცხრა საათის მდგომარეობით, ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.