WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ჯარებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. 21 ოქტომბრის ღამიდან კიევში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის გამო.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 21 ოქტომბერს გვიან ღამით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი. 22 ოქტომბერს გამთენიისას კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაშავებულია 15 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

კიევის მერის და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაზიანებულია სახლები და სამედიცინო დაწესებულება. ხანძარი გაჩნდა რესტორნის შენობაში. კიევის სამხრეთის ხიდზე დაზიანებულია მეტროს ინფრასტრუქტურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კიევზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.