ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ს და რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს, კონკრეტულ საფრთხეებზე მინიშნებებით:
“აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს გუშინ ჰკითხეს გრენლანდიაში ახალი ამერიკული ბაზის გახსნაზე. იცით რა უპასუხა? ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ერთ დღეს გავიღვიძოთ და იქ რუსული ან ჩინური ბაზა ვნახოთო.
რუსეთიც იგივე ფილოსოფიით მოქმედებს – არ უნდოდა რომ ერთ დღეს გაეღვიძა და ყირიმში NATO -ს ბაზა ენახა, არ უნდა რომ უკრაინაში უცხო ქვეყნის ბაზები იხილოს და სხვათაშორის არც საქართველოში უნდა NATO-Ს ბაზების ხილვა.
აშშ-ის ქმედებების ფონზე, შეუძლია იგივე მოიმოქმედოს ჩვენთანაც? შეუძლია, ისევე როგორც დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგ, აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი, ჯიბრზე“, – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.
paraleli პოლიტიკა