WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საგანმანათლებლო დაწესებულება. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 06:30 საათისთვის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი იყო დაშავებული, 2 კი დაღუპული.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნგრევა და ხანძარი კიევის სულ მცირე ხუთ რაიონში მოხდა.

რუსულ ძალებს კიევზე 5-7 სექტემბერს იერიში არ მიუტანიათ – ამ პერიოდში უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტისთვის მზადება და თავად ვიზიტი მიმდინარეობდა.