ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გაცვლის ოპერაციის შუამავალი იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები.
გარდა ამისა, მოსკოვის ცნობით, რუსეთში დაბრუნდა კურსკის ოლქის რვა მცხოვრები, რომლებიც 2025 წლიდან უკრაინის ქალაქ სუმიში იმყოფებოდნენ.
უკრაინაში დაბრუნებულთა შორისაა ჟურნალისტი დმიტრო ხილიუკი, რომელიც კიევის რეგიონში 2022 წლის მარტში გაიტაცეს, წერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუკზე და გაცვლილი ტყვეების სურათებსაც აქვეყნებს.
სამხედრო ტყვეებთან ურთიერთობის საკოორდინაციო შტაბმა განმარტა, რომ უკრაინაში დაბრუნდა ასევე "ჟურნალისტი მარკ კალიუში, რომელიც ოკუპანტებმა 2023 წელს უკანონოდ დააკავეს".
უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირისა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან სულ მცირე 127 უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა, მათგან 18 პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
გათავისუფლებულ სამოქალაქო პირებს შორის არის ასევე მედიკოსი სერჰი კოვალოვი, რომელმაც აზოვსტალში მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა. შინ დაბრუნდა ხერსონის ყოფილი მერი ვლადიმირ ნიკოლაენკო.