რუსეთმა ე.წ. “უცხოელ აგენტებს” არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

1 week ago 55

რუსეთის სახელმწიფო დუმის  დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით ერთხმად მიიღეს ცვლილებები კანონში, რომელიც ე.წ. „უცხოელ აგენტებს“  უკრძალავს რუსეთის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას. 

მედუზას ცნობით, ცვლილება შევიდა კანონში   „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ”. 

მიღებული ცვლილებებით,   „კანდიდატი ვალდებულია შეწყვიტოს უცხოური აგენტის სტატუსი კანდიდატის რეგისტრაციის დროისთვის,  ან კანდიდატთა სიის წარდგენის მომენტამდე“, –  წერს მედუზა „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით. 

აკრძალვა ეხება ფედერალურ ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების მთავრობებს,  ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას.

ცვლილებების ასევე ითვალისწინებს „უცხოური აგენტების“ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კანონის ძალაში შესვლიდან 180 დღის შემდეგ.

ცვლილებების თანახმად, ე.წ. „უცხოური აგენტებს“ და „ექსტრემისტებისა და ტერორისტების“ რეესტრში შემავალ პირებს ასევე ეზღუდებათ იყვნენ დამკვირვებლები არჩევნებზე ან კანდიდატებისა და საარჩევნო გაერთიანებების წარმომადგენლები.

სრულად წაკითხვა