დღეს დილით, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების შედეგად, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
“მტრის თავდასხმის შედეგად ნამსხვრევები ჩამოვარდა ჰოლოსევსკის, სოლომენსკის, შევჩენკოვს და დნიპროს რაიონებში. ხანძარია – შენობების სახურავებზე და იწვის მანქანები. ჰოლოსევსკის რაიონში დაზიანდა გათბობის მაგისტრალი“ – განაცხადა კლიჩკომ.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.