WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიევზე დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე ორი ბენზინგასამართი სადგური გახდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა 8 ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ავტოგასამართ სადგურებზე შეტევა იყო კიევის დარნიცკის და გოლოსიივსკის რაიონებში.