WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 22-დან 23 ოქტომბრის ღამით დაწყებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.

23 ოქტომბერს დილით უკრაინის კერძო ენერკომპანია ДТЕК-მა განაცხადა, რომ დარტყმა იყო კომპანიის ერთ-ერთ თბოელექტროსადგურზე, რომლის დანადგარები მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა.

კომპანიას არ დაუკონკრეტებია, სად მდებარეობს ეს ელექტროსადგური და რომელ რაიონებს ამარაგებდა.

უკრაინის ერთ-ერთი რეგიონი, სადაც ენერგოობიექტებზე შეტევა იყო, ჟიტომირის ოლქია. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი ბუჩენკოს ტელეგრამ-არხზე 23 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა რეგიონის 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე შეტევა იყო ოდესის ოლქშიც.