ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თქმით, რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა.
რუსულმა მხარემ აკრძალა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა, ქვეყნის სანიტარულ სამსახურებზე დაყრდნობით“, – თქვა ბგანბამ.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთში მანდარინის ექსპორტი ზამთარში აფხაზი ფერმერების მთავარი შემოსავლის წყაროა. ამ სეზონზე რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან 36 ათასი ტონა ციტრუსის შეტანა იგეგმებოდა.