უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის სრულმასშტაბიან ომში – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონთან ერთად განიხილა გუნდების მუშაობა უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების ჩამოყალიბებაზე.
“უკრაინა მზადაა უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ გადავიდეს მის განხორციელებაზე, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პირობების წამოყენება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის საკითხზე რიგი ქვეყნების ლიდერების მიერ 15 მარტს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე. ზელენსკის თქმით, ქვეყნების კოალიცია, რომლებიც მზად არიან უკრაინასთან ერთად იმუშაონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, იზრდება.