
რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გელა ერაძეს 14 წლით დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა უკრაინაში „დაქირავებული მებრძოლის“ სტატუსით ბრძოლისთვის, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 7 ივლისს.
საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ერაძე 2022 წლის დასაწყისში „ნებაყოფლობით შეუერთდა შეიარაღებულ ფორმირებას, როგორც დაქირავებული მებრძოლი“, გაიარა წვრთნა უკრაინის შეიარაღებული ძალების ბაზაზე და მონაწილეობა მიიღო „სამხედრო ოპერაციებში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უსაფრთხოების ძალების, ასევე რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, მატერიალური კომპენსაციის სანაცვლოდ“.
მანამდე, რუსეთის ხელისუფლებამ დაუსწრებლად ასევე მიუსაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, თორნიკე გოგუაძეს, იმავე ბრალდებით.
This post is also available in: English
Read Next
13/06/2025 - 15:02
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
16/05/2025 - 18:44
რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში ბრძოლისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
10/04/2025 - 18:38
რუსულმა სასამართლომ ქართველ მებრძოლს უკრაინაში ბრძოლისთვის 9 წელი მიუსაჯა
16/02/2025 - 15:09
უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
07/02/2025 - 12:20
უკრაინაში ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
13/01/2025 - 12:50