რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია.
“ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის – კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის – სახურავი იწვის.” – დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ X-ზე.
რუსეთის იერიშის შემდეგ ეპისკოპოსმა აბრაამმა დაწერა, რომ მიმდინარეობს უძველესი ხატების, ანტიმინსიისა და სხვა რელიგიური რელიკვიის “საგანგებო ევაკუაცია”.
მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ დაწერა, რომ უკრაინა UNECO-სა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით შესაბამის პროცედურებს დაიწყებს და რუსულ თავდასხმაზე “მყისიერ და ადეკვატურ პასუხს” მოითხოვს.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·