WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინაში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რუსეთის მორიგ შეტევას. გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დრონებით და მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს სუმის, ხარკოვის და დონეცკის ოლქებს.

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში სამიზნეებს შორის იყო ტვირთების ექსპრეს-მიწოდების კომპანია „ნოვა პოშტას” შენობა, რომელიც დანგრეულია. კომპანიის ინფორმაციით, დრონებით დარტყმის შედეგად დაიღუპა კომპანიის 19 წლის თანამშრომელი და კიდევ ოთხი დაიჭრა.

  • რუსეთის ჯარები „ნოვა პოშტას” ტერმინალებს ადრეც უტევდნენ. კომპანიის ობიექტებზე შეტევა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყეს ინტენსიური შეტევა ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე.

გასულ ღამით რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო ქალაქ სუმიზე. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით. დარტყმა იყო სახლებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, სადაც მასშტაბური ხანძრები გაჩნდა.

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმა იყო ქალაქის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ რაიონებზე. დაზიანებულია კერძო სახლები. ქალაქ იზიუმს და მეზობელ დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.