წყარო: Rand Corporationრუსულმა სასამართლომ 48 წლის საქართველოს მოქალაქე გურამ ბერუაშვილს დაუსწრებლად 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინის მხარეს „დაქირავებულ მებრძოლად“ ბრძოლისთვის და სხვა რამდენიმე სისხლის სამართლის ბრალდებით, განაცხადა მოსკოვის პროკურატურამ 12 ნოემბერს.
ბერუაშვილი დამნაშავედ ცნეს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაში, რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონტრაბანდაში, ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში ტერორისტული აქტის ჩადენაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ გადატანაში, ფლობასა და შენახვაში. პროკურატურის თქმით, ბერუაშვილი პირველ რვა წელს ციხეში, დარჩენილ პერიოდს კი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბერუაშვილი 2022 წელს უკრაინაში ჩავიდა, სადაც „მატერიალური სარგებლის“ მიღების მიზნით ნებაყოფლობით შეუერთდა საერთაშორისო ლეგიონს. პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის აგვისტოში, „უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზებული ჯგუფის“ შემადგენლობაში, იგი უკანონოდ შევიდა რუსეთის კურსკის რეგიონში კალაშნიკოვის იარაღითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული და შეიარაღებულ წინააღმდეგობა გაუწია რუს სამხედროებს.
This post is also available in: English
Read Next
31/10/2025 - 12:32
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში ბრძოლისთვის ბრალი წაუყენა
14/08/2025 - 14:15
უკრაინაში ბრძოლისთვის რუსეთმა ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა
23/07/2025 - 15:43
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში ბრძოლისთვის დაუსწრებლად 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
08/07/2025 - 15:57
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში ბრძოლისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
13/06/2025 - 15:02
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
16/05/2025 - 18:44

2 weeks ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·