რუსეთმა ცენტრალურ უკრაინაში დრონებით ენერგო ობიექტები დააზიანა

1 month ago 31

სამშაბათს უკრაინის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ რუსულმა დრონებმა ღამის განმავლობაში დნიპროპეტროვსკის და კიროვოჰრადის რეგიონებს დაარტყეს. კიროვოჰრადში სამიზნე ენერგო ობიექტი იყო.

დნიპროპეტროვსკის რეგიონის თავზე ცხრა დრონი ჩამოაგდეს, სადაც დრონების ნამსხვრევებმა დედაქალაქ დნიპროში ორ ადგილზე, ხანძარი გამოიწვია. „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ხანძარი ჩააქრეს.

„უკრენერგომ“ „ტელეგრამზე“ თქვა, რომ კიროვოჰრადის რეგიონში დრონი მაღალი ძაბვის ქვესადგურს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია. გუბერნატორმა განაცხადა, რომ მსხვერლი არაა.

გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ანტისაჰაერო დაცვამ 10 რუსული დრონიდან 9 ჩამოაგდო.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი უკრაინის ენერგო ობიექტებს გაძლიერებით ესხმოდა თავს, რამაც უკრაინის ენერგო სისტემას დიდი ზიანი მიაყენა და ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვები გამოიწვია.

სრულად წაკითხვა