რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი

3 days ago 5

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

მისი განცხადებით, ქალაქზე საერთო ჯამში ოთხი დარტყმა განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც ტერეხოვი წერს, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ.

საერთო ჯამში, 15 საცხოვრებელი კორპუსია დაზიანებული. დაბომბვის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.

სრულად წაკითხვა