ფოტოგრაფი მარი ნაკანი უკვე მეთვრამეტე დღეა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ესწრება. დღეს ის მთავარ ლოკაციას ხელოვანებთან ერთად შეუერთდა.
ნაკანის თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესები, წინაპირობაა იმისა, რომ “საბჭოთა კავშირის დოგმები დაიხუროს“.
“მგონია, რომ ახლა იკვრება ჩვენი მისია, ასე ვთქვათ - გეშტალტი, რომ საბოლოო ჯამში დაიხუროს საბჭოთა კავშირის დოგმები, ის სისასტიკე, მრისხანება, უფლებების შეზღუდვა.
საერთოდ, რუსეთს ყოველთვის შურდა ქართველების, ჩვენ ვიცით ხომ? არ მოსწონდა, რომ ასეთი პატარა ერი ვართ და ყველაფერში ნიჭიერები ვართ. მეცნიერებაში ნიჭიერები, სიმღერაში, ცეკვაში, მხატვრობაში, კინემატოგრაფიაში.”- ამბობს ნაკანი.