რუსეთში ამერიკელი ჯარისკაცი დააკავეს

1 week ago 24

კრიმინალური სამართალდარღვევის ბრალდებით, რუსეთში ამერიკელი ჯარისკაცი დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ანონიმურობის დაცვით, სამთავრობა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში იყო ბაზირებული. სააგენტო კიდევ ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს ციტირებს, რომელიც ამბობ, რომ ჯარისკაცს, ქალის გაქურდვაში დასდეს ბრალი.

არმია ბრალდებების დეტალებს არ ავრცელებს. ნათქვამია, რომ რუსეთმა, ჯარისკაცის დაკავების შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, საკონსულო ურთერთობების შესახებ ვენის კონვეციის შესაბამისად აცნობა.

„2024 წლის 2 მაისს, რუსეთის ხელისუფლებამ ვლადივასტოკში, რუსეთში, დააკავა ამერიკელი ჯარისკაცი, დანაშაულებრივი ქმედებების ბრალდებით“, - აცხადებენ არმიაში.

ჯარისკაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველმა ტელეკომპანია “ენ-ბი-სიმ“ გაავრცელა.

„როიტერის“ ცნობით, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს, მომხდართან დაკავშირებით მათ კითხვებზე ჯერ არ უპასუხია.

რუსული გაზეთი „იზვესტია“, ანონომურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ კორეში მყოფმა ამერიკელმა ჯარისკაცმა, ინტერნეტით გაიცნო ვლადივასტოკში მცხოვრები ქალი. გამოცემის ცნობით, გარკვეული დროის განმავლობაში, წყვილი ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ჯარისკაცმა ქალს დაარტყა და მას 200 000 რუბლი ($2200) მოპარა.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსეთიდან რამდენიმე ამერიკელის გათავისუფლებაზე მუშაობს, მათ შორის, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისთის, ევან გერშკოვიჩის.

32 წლის გერშკოვიჩი, ცივი ომის შემდეგ, პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით, გასული წლის 29 მარტს დააკავეს. თავად ჟურნალისტი, მისი გამოცემა და ამერიკის მთავრობა, რუსეთის ბრალდებებს უარყოფს.

ამერიკელი ჯარისკაცის დაკავების შესახებ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დაპარტამენტი აცხადებს, რომ „რუსეთში ამერიკის მოქალაქე დააკავეს“.

სრულად წაკითხვა