WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11 აგვისტოს აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მორიგი შეტევის, მსხვერპლისა და ხანძრების შესახებ განაცხადა.

ვორონეჟის ოლქში დრონებით შეტევა იყო ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე. ეს ობიექტი ნოვოუსმანსკის რაიონში მდებარეობს. კომპანიამ განაცხადა, რომ ლიგისტიკის ობიექტებიდან ევაკუაცია განხორციელდა.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდ გუსევის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა „მსხვილი ლოგისტიკური ცენტრის“ ორ საწყობში, საერთო ჯამში 36 000მ² ფართობზე. გუსევს კონკრეტულად Wildberries-ი არ უხსენებია. გუბერნატორის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა

დრონების სამიზნე რომ Wildberries-ის საწყობები იყო, თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველეზე დაადგინა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ. მისი ინფორმაციით, ვორონეჟის ოლქის ნოვოუსმანსკის რაიონის სოფელ ალექსანდროვკაში მდებარე ლოგისტიკის კომპლექსი, რომლის ფართობი თითქმის 153 000მ²-ია, Wildberries-მა სრულად 2025 წლის ნოემბერში გახსნა და მისი მშენებლობა დაახლოებით 11 მილიარდი რუბლი დაუჯდა.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყეს. დარტყმა იყო უკვე 20-ზე მეტ ობიექტზე.
  • რუსული Forbes-ის დათვლით, მხოლოდ ივლისში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ზარალი კი დაახლოებით 280 მილიარდი რუბლი იყო.

სატელიტური ფოტოები აჩვენებს რუსეთში Wildberries-ის საწყობების დაზიანების მასშტაბებს

Before

Vantor-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის საწყობს ვოლგოგრადში 14 ივლისს, ხოლო შემდეგ 1 აგვისტოს - უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ.

After

Vantor-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის საწყობს ვოლგოგრადში 14 ივლისს, ხოლო შემდეგ 1 აგვისტოს - უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ.

1/7 Vantor-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის საწყობს ვოლგოგრადში 14 ივლისს, ხოლო შემდეგ 1 აგვისტოს - უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ.

Before

Wildberries-ის საწყობი ელექტროსტალში 16 მაისს, ხოლო შემდეგ 5 აგვისტოს. ფოტოზე ჩანს ივლისის ბოლოს განხორციელებული დარტყმის შედეგად თითქმის სრულად დამწვარი ობიექტი.

After

Wildberries-ის საწყობი ელექტროსტალში 16 მაისს, ხოლო შემდეგ 5 აგვისტოს. ფოტოზე ჩანს ივლისის ბოლოს განხორციელებული დარტყმის შედეგად თითქმის სრულად დამწვარი ობიექტი.

2/7 Wildberries-ის საწყობი ელექტროსტალში 16 მაისს, ხოლო შემდეგ 5 აგვისტოს. ფოტოზე ჩანს ივლისის ბოლოს განხორციელებული დარტყმის შედეგად თითქმის სრულად დამწვარი ობიექტი.

Before

Vantor-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის საწყობს სიმფეროპოლში (რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი) 22 ივლისსა და 4 აგვისტოს.

After

Vantor-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის საწყობს სიმფეროპოლში (რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი) 22 ივლისსა და 4 აგვისტოს.

3/7 Vantor-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის საწყობს სიმფეროპოლში (რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი) 22 ივლისსა და 4 აგვისტოს.

Before

Wildberries-ის საწყობი კრასნოდარში 21 ივლისს და 5 აგვისტოს - უკრაინული დრონების დარტყმიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.

After

Wildberries-ის საწყობი კრასნოდარში 21 ივლისს და 5 აგვისტოს - უკრაინული დრონების დარტყმიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.

4/7 Wildberries-ის საწყობი კრასნოდარში 21 ივლისს და 5 აგვისტოს - უკრაინული დრონების დარტყმიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.

Before

სატელიტური ფოტო ასახავს კვამლს, რომელიც ამოდის Wildberries-ის ობიექტიდან ნევინომისკში 22 ივლისს. გავრცელებული ფოტოები ევროკავშირის Copernicus Sentinel-2 სატელიტის მიერ არის გადაღებული.

After

სატელიტური ფოტო ასახავს კვამლს, რომელიც ამოდის Wildberries-ის ობიექტიდან ნევინომისკში 22 ივლისს. გავრცელებული ფოტოები ევროკავშირის Copernicus Sentinel-2 სატელიტის მიერ არის გადაღებული.

5/7 სატელიტური ფოტო ასახავს კვამლს, რომელიც ამოდის Wildberries-ის ობიექტიდან ნევინომისკში 22 ივლისს. გავრცელებული ფოტოები ევროკავშირის Copernicus Sentinel-2 სატელიტის მიერ არის გადაღებული.

Before

Planet Labs PBC-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის ობიექტს ნოვოსემეიკინოში (რუსეთის სამარის ოლქი), რომელსაც უკრაინულმა დრონებმა 2 აგვისტოს დაარტყეს.

After

Planet Labs PBC-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის ობიექტს ნოვოსემეიკინოში (რუსეთის სამარის ოლქი), რომელსაც უკრაინულმა დრონებმა 2 აგვისტოს დაარტყეს.

6/7 Planet Labs PBC-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის ობიექტს ნოვოსემეიკინოში (რუსეთის სამარის ოლქი), რომელსაც უკრაინულმა დრონებმა 2 აგვისტოს დაარტყეს.

Before

კვამლი ამოდის Wildberries-ის ობიექტიდან ალექსინში 6 აგვისტოს. ევროკავშირის Copernicus Sentinel-2 სატელიტის კიდევ ერთი ფოტო ობიექტს თავდასხმამდე, 19 ივლისს ასახავს.

After

კვამლი ამოდის Wildberries-ის ობიექტიდან ალექსინში 6 აგვისტოს. ევროკავშირის Copernicus Sentinel-2 სატელიტის კიდევ ერთი ფოტო ობიექტს თავდასხმამდე, 19 ივლისს ასახავს.

7/7 კვამლი ამოდის Wildberries-ის ობიექტიდან ალექსინში 6 აგვისტოს. ევროკავშირის Copernicus Sentinel-2 სატელიტის კიდევ ერთი ფოტო ობიექტს თავდასხმამდე, 19 ივლისს ასახავს.

Previous slide

Next slide

ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ 11 აგვისტოს დრონებით შეტევა იყო რუსეთის ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზზე“.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დრონებით შეტევა დაადასტურა. ორენბურგის ოლქის გუბერნატორ ევგენი სოლნცევის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ცნობით, „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი დაიწყო ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში". თუმცა შედეგებზე არაფერი უთქვამს.

  • ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს და მაზუთს აწარმოებს.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას დაარტყეს 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2026 წლის აპრილშიც.
  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.