მაშველებმა მოახერხეს კიდევ ოთხ ათეულამდე ადამიანის ჩამოხსნა, რომლებიც იმ მომენტში საბაგირო გზის სავარძლებში იმყოფებოდნენ.
„საბაგირო გზაზე 37 ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველებმა 35 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს“, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.
„მიმდინარეობს ევაკუაცია თითოეული საყრდენიდან ცალ-ცალკე. ადგილზე დიდი ჯგუფია მობილიზებული: ყველა მაშველი, ყველა თანამშრომელი“, განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წყარომ.
კოკოვმა ავარიის მიზეზად „საბაგიროს ტროსთან დაკავშირებული ინციდენტი“ დაასახელა: წინასწარი ვერსიით, ლითონის ტროსი ერთ-ერთი საყრდენის ლილვიდან ამოვარდა. მისი თქმით, საბაგირო გზას ემსახურება კერძო კომპანია OOO MKD Elbrus.