WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6 ნოემბერს აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ქალაქის ტიპის დასახლება აფიპსკიში, სადაც ქვეყნის სამხრეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. უკრაინული და რუსული წყაროების ცნობით, უკრაინულმა დრონებმა სწორედ ამ ქარხანას შეუტიეს.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 6 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული ცნობით, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ აფიპსკიში ხანძარი გამოიწვია „ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე“, არავინ დაშავებულა და ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. კონკრეტული საწარმო შტაბს არ დაუსახელებია.

მონიტორინგის უკრაინული არხის Suernova+-ის ცნობით, უკრაინული დრონებით, მათ შორის რეაქტიულით, მასირებული შეტევა იყო აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც დაფიქსირებულია ხანძრის სულ მცირე ერთი კერა.

ცნობები ქარხანაზე დარტყმის შესახებ, სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ. მისი ინფორმაციით, იწვის რეზერვუარების პარკი.

  • აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამრეწველო-საფინანსო ჯგუფის, „საფმარის“ შემადგენლობაშია და მისი ამჟამინდელი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში ცხრა მილიონ ტონაზე მეტია.
  • აფიპსკის ქარხანაზე, რომელიც დიზელის საწვავს, ბენზინს, მაზუთს და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს, 2025 წლიდან ათზე მეტი შეტევა იყო.

უკრაინას აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 6 ნოემბერს განხორციელებული დრატყმის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.