თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ, სულ ცოტა, 16 დემონსტრანტი დააკავა - მოქალაქეები ჯერ პარლამენტის შენობასთან და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე, აპროტესტებენ საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა.
აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში" - ნათქვამია შსს-ს მიერ 16:56 წუთზე გავრცელებულ განცხადებაში.
აქცია და დაძაბულობა კვლავ გრძელდება, დემონსტრანტები საუბრობენ რომ შესაძლოა დაკავებულთა რიცხვი 16-ზე მეტიც იყოს.
პარტია დროას ცნობით, 19 ადამიანია დაკავებული. მათი სია ასეთია:
1. შუშანა მაცაბერიძე
2. თამარ ფერაძე
3. ბექა პაპაშვილი
4. თათია აფრიამაშვილი
5. ალბი კორძაია
6. თიკა პატარაია
7. დათა ქაშიაშვილი
8. დავით სეხნიაშვილი
9. ლუკა ჭოხონელიძე
10. ნენე გაბელაია
11. ლაშა დგებუაძე
12. ნიკა კორძაძე
13. ანა ჩრდილელი
14. მარიამ უძილაური
15. ნინო ნაჭყებია
16. მარიამ ცომაია
17. რუსკა მაღრაძე
18. ანი ჭინჭარაული
19. დავით გუნაშვილი
შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტანტებს სთხოვს "დაიწყნარონ ნერვები" და ტროტუარებზე აკავებს მოქალაქეებს, მათ შორის ქალებს.