1
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია:
„რუსთაველზე სპეცრაზმთან ჯიკაობას დიდი აზრი არ აქვს. მით უმეტეს თუ პარლამენტში შევარდნას არ აპირებ.
თუ ასეთი მუხტი არსებობს, ის უნდა გადავიდეს იზოლატორებთან და სასამართლოებთან, სადაც უდანაშაულო ახალგაზრდებს ასამართლებენ.
თუნდაც ერთი დახსნილი ახალგაზრდა მეტს ნიშნავს, ვიდრე რუსთაველზე მთელი ღამე ჩხუბი.
რაც მთავარია, საპროტესტო მუხტი მალე ჩაქრება და ნიჰილიზმი დაისადგურებს, თუ ახალგაზრდების დაჭერა გაგრძელდება და მათ არ ექნებათ იდეოლოგიური და ინტელექტუალური მხარდაჭერა, მედიისგან და პოლიტიკური ლიდერებისაგან.
მედიები კი აზრისთვის და ლაპარაკისთვის ჩაკეტილია და ცარიელ ემოციებზე მუშაობს.
თუ ეს არ გამოსწორდა, აქცია ჩავარდება და ნელ ნელა მიილევა. რაც თავისთავად კატასტროფაა, რადგან ავტომატურად ქოცთა ბენეფისს გამოიწვევს.
ამაზე პასუხისმგებელი კი იქნება ის, ვინც ასეთ დროს ახშობს საინფორმაციო სივრცეს, პარტიული მედიით არასწორ მიმართულებას აძლევს პროტესტს, ხოლო თავად კი ჩირგვში მიმალული ელოდება მსხვერპლს.“