რუსთაველზე შეკრებილები პარლამენტისთვის ალყის შემორტყმას აპირებენ

2 weeks ago 15

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებში მსვლელობასა და საკანონმდებლო ორგანოს ალყაში მოქცევას აპირებენ.

აქციის ნაწილი წავა პირველი გიმნაზიის მიმართულებით, მეორე ნაწილი — მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისკენ და შემოივლიან მთაწმინდის ქუჩებს.

ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს რატი ამაღლობელმა მიაწოდა.

„ჩვენ დავიწყებთ არაძალადობრივ მოძრაობას თბილისის ქუჩებში. ჩვენ ვიცავთ საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჩვენ ვიცავთ იმ სიკეთეებს, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას,“ — თქვა რატი ამაღლობელმა.

მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მეორე მოსმენით სესიაზე მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ითვალისწინებს.

იმისათვის, რომ დეპუტატებმა თავისუფლად შეძლონ საკანონმდებლო ორგანოს დატოვება, პარლამენტის ყველა ძირითად შესასვლელ ქუჩაზე ჩააყენეს სპეცრაზმი.

სრულად წაკითხვა