106
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მთამსვლელები, მოთხილამურეები, სპორტსმენები, მათ შორის ჩოგბურთელები შეუერთდნენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერი წარწერით „მთა თავისუფლებისთვის – დავდგეთ ერთად ჩვენი მომავლის დასაცავად“.
მათ რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ.
სკანდირებენ „საქართველო, საქართველო“.
მომიტინგეებს ანთებული აქვთ ფარნები, ასევე ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები.