რუსთაველის გამზირზე პოლიცია ისევ აჩერებს დემონსტრანტებს, ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულებზე

13 hours ago 7

რუსთაველის გამზირზე პოლიცია აგრძელებს დემონსტრანტების მეტროსთან გაჩერებას და დაკავებას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აქციიდან იტყობინება.

სავარაუდოდ, დაკავებულია სამი დემონსტრანტი, მათ შორის აზა ჩილაჩავაც აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის ქალი. შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. აქციის მონაწილეებმა დაინახეს და გადაიღეს, როგორ ჩასვა ის პოლიციამ ავტომობილში.

აზა ჩილაჩავას პოლიციამ 19 ოქტომბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. 22 ოქტომბერს ის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო აქციაზე პირბადით ყოფნის გამო და სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს მაია სულაბერიძე, თუმცა ის პოლიციამ მოგვიანებით გაუშვა.

პოლიციამ დემონსტრანტების მეტროსთან გაჩერება იდენტიფიცირების მოტივით და დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველი გადაკეტეს, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციამ გახსნა. საპროტესტო აქცია ტროტუარაზე გაგრძელდა.

მხოლოდ წინა ხუთი დღის განმავლობაში - 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს.

შეკრება-მანიფესტაციის შემზღუდავი კანონმდებლობის მიუხედავად, აქციები გრძელდება. დემონსტრანტები გარკვეული დროით მაინც კეტავენ რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობას.

გრძელდება აქციის მონაწილეთა ყოველდღიური დაკავებები.

სრულად წაკითხვა