ფონიჭალაში კორპუსის ნგრევას, რაც ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეულ აფეთქებას მოჰყვა, გადაურჩა სამი წლის ბავშვი, რომელიც ნანგრევებიდან მაშველებმა რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს. აფეთქებიდან მალევე, ამ კორპუსის 4 ბინადარი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს
ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ტელეარხებმა სხვადასხვა ადამიანის მადისკრედიტებელი კამპანია, მათ მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილი სტატუსების გამო კორპუსის ჩამონგრევიდან მალევე დაიწყეს - რითაც ირწმუნებოდნენ, რომ პოსტების ავტორები ტრაგედიით სპეკულირებენ და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის იყენებენ ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.
სამი ტელეარხიდან, ვინც იდენტური აცენტის გზავნილებს ავრცელებდა მეტაში რეკლამის გაშვება მხოლოდ "რუსთავი 2"-მა შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პოსტები ჰქონდათ "იმედსა" და "პოსტ-ტვ"-ს იგივე პერსონაჟებით - მათი კონტენტი მეტას რეკლამების ბიბლიოთეკაში არ იძებნება. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირების შემდეგ, მეტაში რეკლამის ყიდვის უფლება ორივე კომპანიას შეზღუდული აქვს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ დრომდე კლინიკაში რჩება მძიმე დამწვრობით კლინიკაში მოთავსებული ახალგაზრდა კაცი, რომლის ბინაში დაგროვილმა გაზმაც გამოიწვია აფეთქება, .პირველადი ვერსიით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
radiotavisupleba ახალი ამბები