რუსთავში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ქალი დააკავა

1 month ago 32

რუსთავში პოლიციამ ქალი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, VII მიკრორაიონში, ქალი სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ადგილებში მალავდა, შემდეგ კი მომხმარებლებს მათ ლოკაციას უგზავნიდა.

სამართალდამცავებმა პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

სრულად წაკითხვა