რუსულ ავიალაინერს, რომელიც მოსკოვიდან ბათუმში მოფრინავდა, მარჯვენა ძრავის საფარი მოსძვრა

4 weeks ago 10

რუსულ ტელეგრამ-არხებზე იუწყებიან, რომ ავიაკომპანია „აზიმუტის“ Russian Sukhoi Superjet-100-ის ტიპის რუსულ სამგზავრო ავიალაინერს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან აფრენის დროს მარჯვენა ძრავის საფარი მოწყდა.

თვითმფრინავი, რომელიც ბათუმის მიმართულებით მიფრინავდა, იძულებით დაბრუნდა აეროპორტში — გამოცხადდა „ლურჯი“ საგანგებო განგაშის კოდი.

რუსული ტელეგრამ არხების მიხედვით, მხოლოდ გასულ კვირას მინიმუმ 7-მა რუსული წარმოების სამგზავრო ავიალაინერმა აფრენისას განიცადა ტექნიკური გაუმართაობა, ან ვერ მოახერხა აფრენა ტექნიკური პრობლემების გამო.

მას შემდეგ, რაც რუსებს 3 წლის წინ დაწესებული სანქციების გამო შეუწყდათ დასავლურ სამგზავრო თვითმფრინავებზე ტექნიკური მომსახურება და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება, სხვადასხვა მოდელის BOEING-ისა, თუ Airbus-ის თვითმფრინავების ჩანაცვლება უწევთ ეროვნული წარმოების სამგზავრო ავიალაინერებით, ხოლო რუსული სამოქალაქო ბორტების აწყობის ხარისხი საგანგაშოა და ხშირ შემთხვევაში მგზავრებისთვის საფრენად საფრთხის შემცველი , რადგან ტექნიკური გაუმართაობის პრობლემებმა უკვე მასობრივად იჩინა თავი.

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ტელერადიოკომპანია ოდიშის ტელეგრამ-არხზე:

  • ალფა სიხშირე 
სრულად წაკითხვა