უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ონლაინ-ვაჭრობის რუსული კომპანიის, Ozon-ის საწყობებზე კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში და დაღესტნის და ადიღეს რესპუბლიკებში.
რუსული მედიასაშუალებების და მონიტორინგის უკრაინული არხების მიერ 24 აგვისტოს გამთენიისას გავრცელებული პირველი ცნობები Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრებზე დარტყმებისა და ხანძრების შესახებ, დილით დაადასტურეს რუსეთის ამ რეგიონების ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თავად კომპანიამ.
- 2026 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს ინტენსიური შეტევა ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის საწყობებზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში.
- აგვისტოს ბოლოსთვის შეტევა გააქტიურდა Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრებზეც.
radiotavisupleba ახალი ამბები