რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკარგული კაცს ოჯახი ორი დღეა ვერ უკავშირდება

2 weeks ago 156

გელა ნადირაძე, რომელსაც 30 აპრილის შემდეგ ეძებენ.

მისი ბიძაშვილი, სალომე ნადირაძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ რამდენიმე საათის წინ ოჯახს წმინდა მიქაელის ჰოსპიტლიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ გელა ნადირაძე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა იქიდან პოლიციამ წაიყვანა. სალომე ნადირაძის ინფორმაციით, კაცი კლინიკაში 1 მაისს ნეკნების დაზიანებით შეიყვანეს. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გელა ნადირაძის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არ გვაწვდის.

განახლება: “ნეტგაზეთთან” საუბრის შემდეგ სალომე ნადირაძე ჰოსპიტალში მივიდა, სადაც უთხრეს, რომ გელა ნადირაძე დღეს გაწერეს, თუმცა ის პოლიციელებს არ წაუყვანიათ. ამ დროისთვის, ოჯახი დაკარგულ კაცთან დაკავშირებას ისევ ვერ ახერხებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება, ჩაატაროს ყველა საჭირო მოქმედება დაზარალებულის ადგილსამყოფლის დასადგენად.

“იმ შემთხვევაში, თუ გელა ნადირაძემ მიიღო დაზიანებები პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად დაიწყოს, და არ მოხდეს დაზარალებულის დაშინება ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მედიაში გავრცელებულ კადრებში, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, ჩანს, როგორ შეიყვანეს ნადირაძე ძალის გამოყენებით სპეცრაზმელების ჯგუფში, შემდეგ კი რამდენიმე სპეცრაზმელი მას ფიზიკურად უსწორდება.

ფოტო: კადრი TV პირველის ვიდეოდან
სრულად წაკითხვა