რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან საავადმყოფოში 15 ადამიანი გადაიყვანეს

2 weeks ago 17

1-2 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან კლინიკაში, ჯამში, 15 ადამიანი გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც.

უწყებს ცნობით, ისინი სხვადასხვა კლინიკებში არიან გადანაწილებულები.

დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე — ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები.

1-ელ მაისს რუსული კანონის გასაპროტესტებლად ათობით ათასი მოქალაქე კვლავ შეიკრიბა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქცია 2 მაისის დილამდე გაგრძელდა. როგორც გასულ დღეებში, პოლიციამ ამჯერადაც გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეები ნაწილი ამბობს, რომ რეზინის ტყვიებიც მოხვდათ. მათ შორისაა, “გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრი ცოტნე კობერიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენება 22:00 საათზე დაიწყო. შსს რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს.

სრულად წაკითხვა