ქალების მარში რუსული კანონის წინააღმდეგ – ქვეყანაში ახალი საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. 20 აპრილს ზუსტად 17:00 საათზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე ქალები თანამოაზრეებს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან. ვინც ფიქრობს, რომ სადავო კანონი ქვეყნის მომავლისთვის დამღუპველი იქნება, სამოქალაქო აქტივისტები სთავაზობენ, მშვიდობიანი შეკრებით და მსვლელობით პარლამენტამდე ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტონ.
საპროტესტო შეკრებისს მონაწილეები პარლამენტში გენდერული კვოტების გაუქმებასაც აპროტესტებენ. “ჩვენი ხმა გადამწყვეტია, უნდა მოგვისმინოთ” – ეუბნებიან სამოქალაქო აქტივისტი ქალები ხელისუფლებას.
თბილისის პარალელურად, იგივე დროს შეკრებებია დაანონსებული რეგიონებშიც.