რუსული მაფია და ივანიშვილი – გაზარდეთ ზეწოლა მის გარემოცვაზე – ზელენსკი EU-ს

2 days ago 3

ევროკავშირმა ზეწოლა უნდა მოახდინოს საქართველოს პრორუსულ მთავრობაზე, რომელმაც უარი განაცხადა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე – განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ევროპული გზიდან გადაიყვანოს. თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე მოგიწოდებთ, რომ გაზარდოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, იმისათვის, რომ მათ არ მიიღონ სარგებელი საქართველოსთვის მოპარული ევროპული მომავლისაგან.

ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ევროპის ერთი ქვეყანაც, რადგან ერთის დაცემა ყველას დაგვაახლოებს დაყოფასა და კონფლიქტთან“, – თქვა ზელენსკიმ.
სრულად წაკითხვა